მეორე “მე”…

17 Jul

სამნი იყვნენ.სამი ყველაზე ახლო დაქალები.ჭირშიც და ლხინშიც რომ ერთად იყვნენ.ყველაზე მეტად რომ უყვარდათ ერთმანეთი.სულ რომ იცავდნენ ერთმანეთს.ყოველ შაბათ-კვირას ერთ-ერთი რომ მაინც მიდიოდა მეორესთან.სულ რომ ლაპარაკობდნენ ტელეფონზე.არავის რომ არ უშლიდნენ გულს ერთმანეთის გარდა.არავის რომ არ ენდობოდნენ ისე როგორც ერთმანეთს. არაფერს რომ არ მალავდნენ ერთმანეთში.ერთი პატარა “ოჯახივით” იყვნენ.მაგრამ იყვნენ..

Image

ერთ მზიან დილას მიდის ერთ-ერთთან მისი ბიძაშვილი და შოკისმომგვრელ ამბას ეუბნება.ისეთს რომ ის გაშეშდა მის ..მის მეორე მე-ზე რომ ასეთი უთხრეს.თურმე ყველა ამაზე ჭორაობდა.არ უნდოდა მასთან მისვლა და თქმა რომ მათ სამს მისი სახით ერთი გამოაკლდებოდა. არ უნდოდა საერთოდ მასთან ლაპარაკი.მაგრამ ყველაზე ცუდი.ცხელ გულზე მან მის მეორე მე-ზე ყველაფერი გაავრცელა.ყველაფერი გააბუქა და ისე გაავრცელა.ცილი დასწამა.ხო,ხო ასე ბოროტულად და შეუბრალებლად მოექცა მის მეორე მეს.მაგრამ ყველაზე ყველაზე ცუდი ის არის რომ მას ის ამბავი დაადო “იარლიკად” თავისი რომ იყო და არა მისი მეორე მე-სი .

Image

რა თქმა უნდა გაბრაზდნენ ერთმანეთზე და აღარ ლაპარაკობდნენ. გადის 1 კვირა…და ხვდება თუ როგორ სასტიკად მოექცა მის მეორე “სისხლს და ხორცს”. ადის მამაოსთან  და უყვება ყველაფერს რაც კი გააკეთა.მამაო გაშეშდა და რამოდენიმე წუთის მერე ჰკითხა თუ რატომ გააკეთა ეს.მან კი უპასუხა რომ ეს ცხელი გულის ბრალი იყო. მამაომ დაარიგა.ისიც ზუსტად ისე მოიქცა რომოგც მან უთხრა.და როცა ეს ყველაფერი გააკეთა მივიდა მეორე “მესთან” და შენდობა სთხოვა, მაგრამ უბრალო შენდობა კი არა მთელი გულითა და სულით სთხოვა.

Image

მან მიხვდა რომ მას მართლა უნოდა ამ ყველაფრის მონანიება  და ამ “ჯოჯოხეთის” დასრულება. აპატია.შეუნდო და აპატია.მაგრამ მხოლოდ ამით კი არ დააჯილდოვა..არა მან მისი გულის კუნჭულში ჩაძირული იმედიც აუხდინა და ისინი ისევ “მეები” გახდნენ. მიეცი მეგობრობა ზოგიერთს და არა ყველას!

Image

…მოვიდა ბუა

14 Jul

ალბათ ყველამ იცით პატარაობის წლებიდან ნაცნობი ბუა რომელიც ხან კაცია,ხან ქალია, ან თუნდაც წამალი.მოგეხსენებათ ამჟამად ვარ სოფელში დასასვენებლად ამოსული 4-5 დღით,და არ მინდა ეს დღეები ზაფხულის ყველაზე საშინელ დღეებად რომ დარჩეს.გაგრკვევთ თუ რაშია საქმე.

Image

ტელევიზიაში გექნებათ ყური მოკრული  რაღაც არსებას შესახებ რომელიც როგორც ამბობენ კაცია,ოღონდ ბანჯგვლებიანი,და რაღაც არაადამიანური მოკლედ რომ ვთქვათ.რომელიც დადის ბაღ-ბოსტნებში ხალხს აშინებს,სახლებს ქვებს ესვრის და ყველას სახელი იცის.(სადან არ ვიცი?). ჯერ-ჯერობით და იმედია სამუდამოდაც,  მხოლოდ ურეკში მდებარეობს. ეს სოფელი კი (სოფელ ქობულეტი სადაც ვიმყოფები) ურეკისგან შესამჩნევად შორს არის.მოკლედ ჩამოვედი,გავიხსენე ძველი ნათესავები,ახლობლები,მივირთვი და რათქმაუნდა როცა მომეძინა დავიძინე.ამ დროს ყველას ეძინა

Image

მხოლოდ მე ვიყავი გამონაკლისი.ეს-ეს იყო უნდა ჩამძინებოდა და ტკბილი სიზმრები მენახა რომ უეცრად ის “გომბეშო” გამახსენდა რომელიც ჩემს ქალაქთან (ბათუმთან) ახლოს მდებარეობს (ურეკს ვგულისხმობ).შემეშინდა.ძალიან შემეშინდა.თან სიბნელე იყო.ჩამი-ჩუმი არ ისმოდა.გავიდა 5 წუთი 10 წუთი მაგრამ შიში არ მომშორდა.იმდენად ამიყაცა ამ საშინელებებით მოცულმა გრძნობამ რომ ლამისაა მეტირა.და ვიტირებდი რაზე? “ბუაზე” რომელიც ალბათ ჩემს სახელს დაიძახებდა და გული გადამიქანდებოდა.Image 

მივედი ნათიასთან და ვთხოვე მასთან დავეწვინე,მას უარი არ უთქვია რადგან ორივე დავეტეოდით.მაგრამ ადგილი რად მინდოდა,მივეწებე მას და არ ვშორდებოდი.მინდოდა რომ  იმ წუთში ბოლო ხმაზე მებღავლა და მეწყევლა ის სატანა რომლის გამოც ძილი დამეფრთხო.მაგრამ ვერ ვქენი ეს. და დავხუჭე თვალები, ასე მეძინა(ძალიან ფხიზლად) მანამ სანამ არ დამცხა და ნათიას სულ ცოტა მილიმეტრებით დავშორდი.გავიდა დრო,და გახდა დილის  05:33 ,მაგრამ გგონიათ ასე ზედმიწევნით ვიცოდი რომ ამ დროს ეს საათი იყო? არა. როცა გამთენიო იყო ოთახში შემოანათა იდუმალებით,თან შიშით მოცულმა ნათელმა.და გამიხარდა.გამიარდა ის რომ “ბუა”ს მოსვლის შანსი ნაკლები იყო

Image

.მაგრამ შიში მისდამი მთლად არ გამქრალა,ეხლაც კი როცა ვწერ მინდა რომ ეს ბუა აორთქლდეს და ისევ ტკბილი სიზმრების სამეფო დამეუფლოს!

Image

ნიკო…აპლოდისმენტები…

13 Jul

დარწმუნებული ვარ რომ ყველამ იცით ნიჭიერი მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური.მე დიდ პატივს ვცემდი (ვცემ) მას და მის შემოქმედებას.ის  ერთი ცხორებას მოურგებელი,სულით პატიოსანი ადამიანი იყო. უყვარდა კაიფი,და მისთვის ყოფნა. ის დაიბადა ერთი ლამაზი ქალის და აზარტული პოკერისტის ოჯახში,და არავინ იცოდა რომ ნიკო ასეთი ნიკო იქნებოდა როგორიც ეხლაა საზოგადოებაში.მან მამა 4წლის ნახა პირველად.ის ციმბირში იყო ციხეში არა პოლიტიკურ საქმეზე,არამედ აფირისტობაზე ჩასვეს.ერთი პერიოდი ნიკოს გაუვრცელეს ამბავი რომ ის მოკვდა.საბედნიეროდ ეს ასე არ მომხდარა.მაგრამ ეს ბედნიერება (ჩემთვის) დიდი ხნით არ გაგრძელებულა. ნიკო  2010 წელს 13 აპრილს გარდაიცვალა.

Image

ნიკოს თავისი სამშობლო,და ქალაქი ძალიან უყვარდა.ერთხელ როდესაც მის ცოლს უნდა შერიგებოდა მან იყვირა: “როგორც თბილისი ისევე უზომოდ მიყვარხარ.” ნიკოს მიმართ  საზოგადოების უმეტესობა “უმადური” იყო, და   საერთოდ მას პატივს არ სცემდნენ,აგდებულად უყურებდნენ.წავიდა,და ისე მოხდა როგორც უმეტეს ვარსკვავზე,მაშინ მიხვდნენ რომ თურმე ნიკო არ იყო ასაგდები პიროვნება.  ბევრს აქვს დაწერილი ნიკოს და მისი გზის შესახებ და მეც ვეცადე ამ პოსტით გამომეხატა მაინც მისდამი პატივისცემა.დიდი არაფერია რათქმაუნდა და ეს ვერ აუვა იიმას რასაც ნიკო იმსახურებს,მაგრამ მე მაინც ჩემი ვთქვი. ნიკო მოკვდა,მაგრამ მისი შემოქმედება უკვდავია!

From Prada to Nada…

11 Jul

ხშირად გქონიათ ალბათ შემთხვევა რომ ადამიანი იმიტომ გამხდარა ბითლზების ფანი რომ გოიმი იქნებოდა სხვა შემთხვევაში. ან ესპადრელები იმიტომ აცვია რომ მოდაშია იმის მიუხედავად რომ უჭერს და სულაც არ უხდება. არასდროს არ გავმხდარვარ მოდისთვის ვინმეს ან რაიმეს ფანი და არასდროს არ ჩამიცვამს მოდისთვის არაფერი. არ ვიცი რატომ არის ზასოგადოების ნაწილი ასე მაგრამ ფაქტია რომ ისინი მოდისთის “ცხოვრობენ”. რატომღაც არასდროს არ გამჩენია სურვილი რომ არ ჩამეცვა “ბატინკები იმიტომ რომ ყველას აცვია და გოიმი ვიქნები. ან ჩამეცვა გრძელი იუბკა იმიტომ რომ მოდაშია და ტუ არ მაქვს ესეიგი გოიმი ვარ. არასდროს მინდოდა შევცვლილიყავი იმისთვის რომ “მოდურ” ( სინამდვილეში კი გოიმ) გოგონებს მოვწონებოდი. არასდროს არ ვირჩევდი მეგობარს ზარას კაბით.და სულ ასე იქნება კიდეც. მაგრამ მქონია შემთხვევა რომ იმის გამო რომ მას ჯასტინ ბიბერი უყვარს მასთან ახლო ურთიერთობა არ დამიკავებია. მაგრამ ეს ალბათ მხოლოდ მე არ ბევრს დამართვნია.

Image

არ გეყწინოთ მაგრამ ჩემი სიტყვებით იმ ადამინებს რომლებიც მოდის “ძერსკები” არიან “სოფლელ გოიმებს” ვეძახი. ” აუ დე ხვალ ის ფეხსაცმელი მიყიდე რა მაგარ ტიპებს აცვიათ და მე რა გოიმი ვარ?! ” … ზოგის აზრით  გოიმი ვარ იმიტომ რომ მათნაირი “ჟიჟუ-პიჭუ” ები არ მიკეთია, ან აიფონით არ დავდივარ ან თუნდაც იმიტომ რომ სიმინდი არ მიყვარს. 🙂 ზოგისთვის გოიმი ხარ იმიტომ რომ არ იცი ვინ არის ნირვანა. გოიმი ხარ იმისთვის რომ არ იცი ვინ არის ჯონი დეპი.სულაც იმიტომ ხარ ზოგისთვის რომ არ გაქვს წაკითხული შერლოკ ჰოლმსი. მაგრამ ის არის გოიმი იმისთვის რომ მან არ იცის რა არის ადამიანობა და სიყვარული!

Image

არ დაბრუნდება დედა?!

10 Jul

დაიბადა. მოევლინა ამ სამყაროს. დაარქვეს გიო… არც კი იცის რა მოელის ამ ცხოვრებაში … გახდა 4 წლის,დედა ავად ყავს. გაუთენდა  ერთი  ჩვეულებრივი  დილა ..არავინ არ მოელოდა  ამ ფაქტს და უცებ ეუბნებიან რომ  მისი დედიკო ცაში გაფრინდა … გადის დღეები … შეიცვალა ძალიან.არ ლაპარაკობს… მან დაკარგა  მისი   ცხოვრების  ყველაზე სათუთი,  საყვარელი  და სათნო  ადამიანი.იმედი  აქვს რომ მისი დედიკო ციდან  მალე დაბრუნდება…იმედი აქვს რომ მისი დედიკო კიდევ წაუკითხავს ზღაპარს …იმედი აქვს რომ კიდევ მისი დედიკო აჭმევს.იმედი აქვს რომ მისი დედიკო კიდევ დააძინებს…მაგრამ მხოლოდ იმედით არის… ვერ ხვდება რომ ეს ასე არ მოხდება. რობოტივით გახდა. ხედავს ხალხს შევებში, მომტირელეს. შავ სასტიკ  მანქანას  რომლითაც მისი  დედიკო უნდა წაიყვანონ იქ,სადაც მხოლოდ გვამები განისვენებენ. ეს ბავშვი ჩემი ნათლიაშვილია.ხო,ხო ჩემი მეორე დედა მომიკვდა. მეც ვტირი  მასთან ერთად,მაგრამ მაინც ვერ  განვიცდი იმ მომენტს   სანამ  1000 წლის  მერე  მეც არ დამემართება როგორც მას… წავიდა გიო ბაღში…მოვიდა 6 საათი, მოაკითხეს ბავშვებს.

Image

გიო  ამბობს:  “დედა მალე მოვა?”  მივიდა მასთან მისი მეგობარი  და უთხრა : ” დედაშენი მოკვდა”. დაიბნა. ხმა ვერ ამოიღო. გულჩათხრობილი წავიდა სახლში…როგორც ყოველთვის  მოაწესრიგეს, აჭამეს და  მერაბი ბიძია ზღაპარს უყვება, რომ მისმა შვილმა  ტკბილად დაიძინოს  და გიო  კითხულობს: ” დედა აღარ მოვა?”. მერაბი გაშეშდა, გიოს ტკბილი ძილი უსურვა, შუქი ჩაუქრო და კარი გაიხურა.შოკში იყო,დაჯდა და დაიწყო ნერვიული მოწევა. მიდი და უთხარი შვილს, 4 წლის გიოს,რომ შენი მეუღლე  და მისი დედიკო  აღრასდროს არ დაბრუნდება. მიდი და უთხარი რომ ის მოკვდა. მოკვდა იმის გამო რომ ექიმებმა  ორი წლის განმავლობაში  არასწორი დიაგნოზი დაუსვეს.

Image

 ეს მისთვის სულ მტკივნეული  გასახსენებელი იქნება. მუდამ,მთელი ცხოვრების განმავლობაში გიოს  მთელ, საბოლოო და სრულ  ბედნიერებას მხოლოდ ერთი დეტალი დააკლდება… დედა…

Image

photography <3

10 Jul

Image 

Image 

Image 

Image 

Image 

Image 

Image 

Image 

Image  

life without a art is mistake 🙂 ❤

თეთრი ხალათი

9 Jul

თენდება დილა. მზიანი. ემზადება “ხალხი” რომ წავიდნენ სამსახულებში… ლოყაზე კოცნით ემშვიდობება ცოლს, გაღიმებული სახით, მაგრამ გულში იცის რომ მძიმე დღე ექნება. ისინიც იმ ხალხის ნაწილია მაგრამ…მაგრამ მათი სამსახური ყველაზე მძიმეა. ექიმობა.თეთრი ხალათი,”დაფეთებული” ხალხი, მძიმე ავადმყოფი, ტირილი. ამშვინებ მათ რომ ყველაფერი სტაბილურად იქნება.მაგრამ ზოგ შემთხვევაში მხოლოდ ამშვიდებ…ისვენებს “პერერივის” დროს და უცებ ისმის ხმა: ჩქარა,ჩქარა მძიმე ავადმყოფია, გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება.” იცმევს თეტრ ხალათს, იმ თეთრ ხალათს ბევრი ტკივილით უკვე დამძიმებული და ჭუჭყიანი რომ  არის.შედის საოპერაციოში,ნერვიულობს.ნერვიულობს იმიტომ რომ ადამიანს სიცოცხლე მასზეა დამოკიდებული.მაგრამ თან არ იმჩნევს ამას. შუა კეთების პროცესშია და უცებ ჩერდება ადამიანის გული..მოკვდა.ხდება ორომ-ტრიალი.ხელოვნური სუნტქვა ისა-ესა მაგრამ ის გამოემშვიდობა სიცოცხლეს.გადის ექიმი და როცა ამას ამბობს იმ ხალხში კვდება ის გულში მოსეირნე იმედი რომელიც ჰქონდა.ისიც კი უკვდება…დამთავრდა მისი სამუშაო დღე.მიდის სახლში.ისევ გაღიმებული სახით მიდის.მაგრამ მასში უამრავი სევდა და იმედგაცრუება დგას.ხომ არაფერი იყო მისთვის მაგრამ ქართველი იყო.მისნაირი ქართველი… ხდება 65ის და გადის პენსიაზე.მაგრამ მისი სევდა მაინც არ კვდება. სახე “წაშლილი”აქვს. გადის დრო, და უკვე ისიც სამოთხეში ხვდება… ეჰ,  თეთრი ხალათი…Image