Archive | შიში RSS feed for this section

…მოვიდა ბუა

14 Jul

ალბათ ყველამ იცით პატარაობის წლებიდან ნაცნობი ბუა რომელიც ხან კაცია,ხან ქალია, ან თუნდაც წამალი.მოგეხსენებათ ამჟამად ვარ სოფელში დასასვენებლად ამოსული 4-5 დღით,და არ მინდა ეს დღეები ზაფხულის ყველაზე საშინელ დღეებად რომ დარჩეს.გაგრკვევთ თუ რაშია საქმე.

Image

ტელევიზიაში გექნებათ ყური მოკრული  რაღაც არსებას შესახებ რომელიც როგორც ამბობენ კაცია,ოღონდ ბანჯგვლებიანი,და რაღაც არაადამიანური მოკლედ რომ ვთქვათ.რომელიც დადის ბაღ-ბოსტნებში ხალხს აშინებს,სახლებს ქვებს ესვრის და ყველას სახელი იცის.(სადან არ ვიცი?). ჯერ-ჯერობით და იმედია სამუდამოდაც,  მხოლოდ ურეკში მდებარეობს. ეს სოფელი კი (სოფელ ქობულეტი სადაც ვიმყოფები) ურეკისგან შესამჩნევად შორს არის.მოკლედ ჩამოვედი,გავიხსენე ძველი ნათესავები,ახლობლები,მივირთვი და რათქმაუნდა როცა მომეძინა დავიძინე.ამ დროს ყველას ეძინა

Image

მხოლოდ მე ვიყავი გამონაკლისი.ეს-ეს იყო უნდა ჩამძინებოდა და ტკბილი სიზმრები მენახა რომ უეცრად ის “გომბეშო” გამახსენდა რომელიც ჩემს ქალაქთან (ბათუმთან) ახლოს მდებარეობს (ურეკს ვგულისხმობ).შემეშინდა.ძალიან შემეშინდა.თან სიბნელე იყო.ჩამი-ჩუმი არ ისმოდა.გავიდა 5 წუთი 10 წუთი მაგრამ შიში არ მომშორდა.იმდენად ამიყაცა ამ საშინელებებით მოცულმა გრძნობამ რომ ლამისაა მეტირა.და ვიტირებდი რაზე? “ბუაზე” რომელიც ალბათ ჩემს სახელს დაიძახებდა და გული გადამიქანდებოდა.Image 

მივედი ნათიასთან და ვთხოვე მასთან დავეწვინე,მას უარი არ უთქვია რადგან ორივე დავეტეოდით.მაგრამ ადგილი რად მინდოდა,მივეწებე მას და არ ვშორდებოდი.მინდოდა რომ  იმ წუთში ბოლო ხმაზე მებღავლა და მეწყევლა ის სატანა რომლის გამოც ძილი დამეფრთხო.მაგრამ ვერ ვქენი ეს. და დავხუჭე თვალები, ასე მეძინა(ძალიან ფხიზლად) მანამ სანამ არ დამცხა და ნათიას სულ ცოტა მილიმეტრებით დავშორდი.გავიდა დრო,და გახდა დილის  05:33 ,მაგრამ გგონიათ ასე ზედმიწევნით ვიცოდი რომ ამ დროს ეს საათი იყო? არა. როცა გამთენიო იყო ოთახში შემოანათა იდუმალებით,თან შიშით მოცულმა ნათელმა.და გამიხარდა.გამიარდა ის რომ “ბუა”ს მოსვლის შანსი ნაკლები იყო

Image

.მაგრამ შიში მისდამი მთლად არ გამქრალა,ეხლაც კი როცა ვწერ მინდა რომ ეს ბუა აორთქლდეს და ისევ ტკბილი სიზმრების სამეფო დამეუფლოს!

Image